ავტორი:

ჰავაის დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს - არის მსხვერპლი, ასობით ათასი ადამიანი დენის და სახლის გარეშე დარჩა (ფოტო)

ჰავაის დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს - არის მსხვერპლი, ასობით ათასი ადამიანი დენის და სახლის გარეშე დარჩა (ფოტო)

ჰავაის კუნძულებს პირველი კატეგორიის ქარიშხალმა “ლალამ“ დაარტყა. სტიქიამ მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც საცხოვრებელი სახლები პირდაპირ საძირკვლიდან მოგლიჯა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ “დიდ კუნძულზე“ 100-ზე მეტი შენობა წყალმა წაიღო. გუბერნატორმა ჯოშ გრინმა განაცხადა, რომ სტიქია “დაუნდობელია“.

  • სამწუხაროდ, სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გუბერნატორის თქმით, ბევრი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა საბედნიეროდ, დანგრეულ სახლებში ფატალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

  • რეკორდული ნალექი და 91 მილი/საათში

სიჩქარის ქარი მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალს ხმელეთზე პირდაპირ არ გადაუვლია, მან ზოგიერთ ადგილას 81 სანტიმეტრი ნალექი დატოვა, რამაც მთებიდან ტალახის ნიაღვრები დაძრა. ქარის სიჩქარე პიკში საათში 91 მილს (დაახლოებით 146 კმ/სთ) აღწევდა.

მოგვიანებით სტიქია შესუსტდა და ტროპიკული შტორმის სახე მიიღო, თუმცა საფრთხე კვლავ ძალაში რჩება.

“წყალი თვალებში მხვდება, მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აცხადებდა ერთ-ერთი რეპორტიორი პირდაპირი ჩართვის დროს.

ამ დროისთვის 219 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დენი გაეთიშა სამ საავადმყოფოსაც, რომლებიც ამჟამად სარეზერვო გენერატორებზე მუშაობენ. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 180-მდე წევრი.

შეფერხებებია ტრანსპორტის მხრივაც - გაუქმდა 190-მდე ფრენა, თუმცა “ჰილოსა“ და “კონას“ აეროპორტებმა მუშაობის განახლება უკვე შეძლეს. კუნძულ მაუიზე მცხოვრებლების ნაწილი კი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

მეცნიერები მომხდარს “ელ-ნინიოს“ ფენომენსა და ოკეანის წყლის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია. ბოლოს მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი ჰავაის 1992 წელს დაატყდა თავს, რასაც მაშინ 6 ადამიანის სიცოცხლე და 3 მილიარდი დოლარის ზარალი მოჰყვა.

წყარო