დონალდ ტრამპის განაცხადებით, “აშშ მნიშვნელოვნად შეამცირებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სამხრეთ კორეასთან“ და ამის მიზეზად ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან მისი “ძალიან კარგი ურთიერთობა“ დაასახელა. გარდა ამის როგორ აშშ- პრეზიდენტმა Truth Social-ზე აღნიშნა, სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში.

სეულში აცხადებენ, რომ სწავლობენ ტრამპის კომენტარებს და დასძენენ, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის კეთილგანწყობილმა ურთიერთობამ შესაძლოა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს დაუდოს სათავე.
ფხენიანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-თან წვრთნები “გეგმის მიხედვით“ გაგრძელდებოდა.
აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა 2019 წელს კიმთან გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, რომ მიუხედავად ამ კონკრეტულ ფოტოზე არსებული არამეგობრული გამომეტყველებისა, ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ შესანიშნავი მეგობრები იყვნენ.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს რომ წვრთნების მასშტაბების შემცირებამ შესაძლოა ალიანსის კოორდინაცია დააზიანოს და აზიაში შესაძლო კონფლიქტების შეკავების მექანიზმების დასუსტების მიზეზი გახდეს .