ავტორი:

“4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ღარიბაშვილის კლანის“ შესახებ

“4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ღარიბაშვილის კლანის“ შესახებ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის სიმამრის შესახებ ტრაგიკულ ინფორმაციას აქვეყნებს და თავის სტატუსშივე აღნიშნავს, რომ დავით ნანავას გარდაცვალება შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდებოდეს.

“4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი.ლექსო თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმაა.

დავით ნანავამ თავი მოიკლა. (ოფიციალური ვერსიით) ამბობენ ამ კაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე “თავი მოიკლა” ციხის უფროსმა.

მალე “თავი მოიკლა” პოლიციელმა რუსიაშვილმა, ამბავი კახეთში მოხდა.

ყველა ეს ამბავი ფინანსურ გარჩევებამდე, ან პრობლემებამდე მიდიოდა.

მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ. ესეც ღარიბაშვილის კლანია.

10 დღის წინ საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი თავად ღარიბაშვილი. კი გვითხრეს გეგმიური შემოწმება იყოო, მაგრამ აგერ ადამიანი საკუთარ და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინას აკისრებს.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია რომ ციხეში ზუსტად ისე მოექცევიან როგორც ბაჩიაშვილს.

ბიძინას სავაჭროდ ერთი დღე მისცა.

თან ოჯახი დააზღვია.თუ ბიძინასგან უარს მიიღებს, ირაკლი კობახიძემ იდარდოს,“ - წერს ჟორჟოლიანი.

  • ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება.

"დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.

იხილეთ ასევე: