რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა.
ამასთან, "როსავიაციამ“ მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა.
მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა