უძრავი ქონების ბაზარი სწრაფად იცვლება, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიც არის - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, მონეტარული პოლიტიკა, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები და მიგრაცია. აღნიშნული პროცესები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოთხოვნასა და უძრავი ქონების გასაყიდ ფასზე.
სწორედ ამიტომ მესაკუთრეებსა და აგენტებს მუდმივად აქვთ გამოწვევები, მათი შეთავაზება ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისი იყოს როგორც ფასის, ასევე პირობების თვალსაზრისით.
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბინის გაყიდვას გადაწყვეტთ?
უძრავი ქონების ბაზარზე წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია სწორი საკომუნიკაციო არხების შერჩევა. თუ გსურთ, თქვენი შეთავაზება არ დაიკარგოს ათასობით სხვა განცხადებას შორის, რომელიც სოციალურ ქსელებში ქვეყნდება, რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც რეალური მყიდველების ინტერესს დაიმსახურებთ, რეალური ფასის შეთავაზებაა. მისი სწორად გამოთვლა შესაძლებელია პლატფორმა SS.ge-ზე, სადაც უძრავი ქონების ფასის კალკულატორია ჩაშენებული.
ბინის ფასის დასათვლელად SS.ge-ზე უნდა მიუთითოთ უბანი, უძრავი ქონების კონდიცია და ფართობი. კალკულატორი რეალურ განცხადებებზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ თქვენი ბინის საბაზრო ფასს, რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ პოტენციური მყიდველების დაინტერესებას.
გაყიდვის პროცესში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა არარეალური ფასის დაწესებაა, რადგან როცა მყიდველები განცხადებას თვეების განმავლობაში ნახულობენ და ფასის გამო იწუნებენ, ეს მის იმიჯს აზიანებს. მეორე მხრივ კი - დაბალი ფასი ნიშნავს ფინანსურ დანაკარგს მესაკუთრისა და აგენტისთვის.
ბოლო პერიოდში „ფეისბუქის“ ჯგუფებში ხშირად იდება განცხადებები უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ და ერთი შეხედვით, გამოხმაურებაც დიდი აქვს, თუმცა კომენტარების ავტორთა ნაწილი, როგორც წესი, შეძენით ნაკლებად არის დაინტერესებული და უბრალოდ საკუთარ აზრს აფიქსირებს. ამასთან, ხშირად განცხადებებში არასრულად არის აღწერილი უძრავი ქონების მონაცემები და კითხვების ნაწილი სწორედ აღნიშნულს ეხება ხოლმე. საბოლოო ჯამში კი, მესაკუთრე ან აგენტი დიდ დროს კარგავს არამიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციაში.
აუდიტორიისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში დაგეხმარებათ SS.ge-ის AI ასისტენტი, რომელიც ვებგვერდზე განცხადების განთავსებისას თავად მოამზადებს გამართულ ტექსტს. შედეგად, დაგიკავშირდებიან მხოლოდ ის პირები, ვინც რეალურად არიან დაინტერესებული თქვენ მიერ აღწერილი ბინის შეძენით.
„ფეისბუქსა“ და „მეტას“ სხვა პლატფორმებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენა და შემდეგ რეალური მყიდველების მოზიდვა აქ გაცილებით რთულია, ვიდრე უძრავი ქონების პლატფორმებზე.
აგენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ „ფეისბუქზე“ დადებული განცხადებების შემდეგ მიღებული შეტყობინებები და ზარები ხშირად უბრალოდ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. უძრავი ქონების ვებგვერდებზე დადებულ განცხადებას კი ყველა შემთხვევაში პოტენციური მყიდველი ეცნობა და კომუნიკაციაც უმეტესად გარიგებით სრულდება.
შესაბამისად, თუ უძრავი ქონების სწრაფად გაყიდვა გსურთ, საუკეთესო გამოსავალია, თავდაპირველად განათავსოთ SS.ge-ზე, რომელსაც ყოველდღიურად ერთი მილიონი ვიზიტორი ჰყავს და მათგან ყველა უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებით არის დაინტერესებული. მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნეთ, მოიცვათ სხვა პლატფორმები.
გარდა ამისა, SS.ge-ს ფილტრაციის სისტემა საშუალებას მოგცემთ, ზუსტად იმ პოტენციურ კლიენტებს მიაწვდინოთ ხმა, ვინც თქვენი ბინით რეალურად არის დაინტერესებული.
მხოლოდ „ფეისბუქის“ ჯგუფებში აქტიურობით თქვენ ასევე კარგავთ რეალურ მყიდველებსაც, რომლებმაც შეიძლება თქვენი განცხადება ნახეს, დაინტერესდნენ, თუმცა მოგვიანებით ვეღარ იპოვეს. SS.ge-ზე კი მომხმარებელი განცხადებებს მარტივად შეინახავს, ვებგვერდის ფუნქციონალის მეშვეობით და მეტი შესაძლებლობა არსებობს, მოგვიანებით დაგიკავშირდეთ.
იმისათვის, რომ პოტენციურმა მყიდველმა კარგად წარმოიდგინოს საკუთარი ცხოვრება თქვენს გასაყიდ ბინაში, გაათავისუფლეთ ის ზედმეტი ნივთებისგან, შექმენით სივრცითი აღქმა და ეცადეთ, გადაიღოთ ხარისხიანი ფოტოები დღის განათებაზე, სწორი რაკურსით.
კარგი ვიზუალური მასალა განცხადების ნახვების რაოდენობას საგრძნობლად ზრდის.
ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ თუ უძრავი ქონების გაყიდვა ან გაქირავება გინდა, მაშინ -ss.ge
R