მსოფლიოში ტყის ფართობი დაახლოებით 4 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის თითქმის მესამედს. საქართველოში კი ტყის ფონდის ფართობი 3,069.1 ათას ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 2,812.6 ათასი ჰექტარი ტყით არის დაფარული, ეს კი ქვეყნის მთლიანი ფართობის დაახლოებით 43%-ია.
ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი კახეთის რეგიონშია - 283.6 ათასი ჰექტარი, ხოლო ყველაზე მცირე - გურიის რეგიონში (85.4 ათასი ჰექტარი).
ნახეთ, როგორია ტყით დაფარული ფართობის მოცულობა რეგიონების მიხედვით ბმულზე