ავტორი:

"ძალიან პრობლემური განცხადებაა... პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის" - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა... პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის" - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან პრობლემურია მისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.

"მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ - რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ - განაცხადა კობახიძემ.