ბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.
დაშავებული ახალგაზრდები ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
კლინიკაში მოთავსებული ორივე პირი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები მხილებული არიან. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.