საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, "დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“.
"შესული ვიყავი. წერილს - ამ ფორმას რატომ აძლევთ, არაფერი წერილი არ გამოუტანებია. გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ როგორც დაანონსებული იყო, დღეს იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით. ამას გიდასტურებთ.
დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება. ვის გადასცა ეს განცხადება, როგორ, რანაირად, ამას არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია, რომ განცხადება იქნება დღეს. დაელოდეთ განცხადებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი გაავრცელებს", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
"ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.