ავტორი:

"პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალი იყო ჩემი ცოლი, მე ის წარმოუდგენლად მიყვარს. მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - პეპ გუარდიოლა

"პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალი იყო ჩემი ცოლი, მე ის წარმოუდგენლად მიყვარს. მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - პეპ გუარდიოლა

უკვე ლეგენდად ქცეულმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ახალ დოკუმენტურ სერიალში ყოფილ მეუღლესთან, კრისტინა სერასთან განქორწინებით გამოწვეულ გულისტკივილზე ისაუბრა.

დოკუმენტურ სერიალს A Beautiful Obsession ჰქვია, ის ოთხი ნაწილისგან შედგება და ესპანელი სპეციალისტის ცხოვრების ის ეტაპია აღწერილი, რომელიც მან "მანჩესტერ სიტიში" გაატარა.

სერიალის ერთ ნაწილში აღბეჭდილია, როგორ მიმართავს ის ფეხბურთელებს და ეუბნება, რომ თამაშის დროს საქმისადმი ვნება და ცეცხლი გამოავლინონ.

"ჯანდაბა, მე განქორწინებული ვარ პლანეტაზე ყველაზე ლამაზ ქალთან. ის ჩემი ცოლია, ჩემი ყოფილი ცოლი, მე ის წარმოუდგენლად მიყვარს. მაგრამ ჩვენ ვნება დავკარგეთ. ასეა ფეხბურთის თამაშიც.

ფეხბურთს რაღაც შინაგანი გრძნობის გამო თამაშობ, მაგრამ სად არის ვნება? ცხოვრებაში, რასაც არ უნდა აკეთებდე, ვნებით გააკეთე. მე კარგი ფეხბურთელები არ მინდა, მე ვნებით მოთამაშე ფეხბურთელები მინდა", - ამბობს პეპ გუარდიოლა.

ცნობისთვის, პეპ გვარდიოლამ და მისმა ცოლმა, კრისტინამ 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2025 წელს დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს. გამოცემა Sport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი განქორწინდა, მათი ურთიერთობა კვლავ "მეგობრულია“. გვარდიოლასა და კრისტინას სამი შვილი ჰყავთ: მარია, მარიუსი და ვალენტინა.