პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. კერძოდ, მუშაობის უფლებისთვის ვიზის მიღება იქნება საჭირო.
აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.