ავტორი:

კანიე უესტი რუსეთში ორ კონცერტს გამართავს

კანიე უესტი რუსეთში ორ კონცერტს გამართავს

მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა, კანიე უესტი (Ye), ოქტომბერში რუსეთში ორ კონცერტს გამართავს. ის ხდება ყველაზე დიდი დასავლური ვარსკვლავი, რომელიც ამ ქვეყანაში უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ ჩავა.

რეპერის გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში, Gazprom Arena-ზე იგეგმება. ორშაბათს, ანონსიდან რამდენიმე საათში, ყველა ბილეთი სრულად გაიყიდა. აღსანიშნავია ბილეთების ფასებიც: ყველაზე იაფი ბილეთი 9 000 რუბლი (78 ფუნტი) ღირდა, ხოლო VIP ადგილების ფასი 160 000 რუბლს (1 394 ფუნტი) აღწევდა.

უესტის ვიზიტს რუსეთში ყველა აღფრთოვანებით არ შეხვედრია. კონსერვატორმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა განაცხადა, რომ რეპერმა თავისი ჩვეული რეპერტუარის ნაცვლად ტრადიციული რუსული სიმღერები უნდა შეასრულოს.

“შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც შეწყვიტოს თავისი ამაზრზენი გამოხტომები და ნორმალურ ადამიანად იქცეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რუსული კონცერტები მას შემდეგ დაანონსდა, რაც კანიეს ევროპული ტურნე ფაქტობრივად ჩაიშალა. მისი ანტისემიტური და პრო-ნაცისტური განცხადებების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რეპერს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში “საზოგადოებრივი სიკეთისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა“, რის გამოც პოპულარული Wireless Festival გაუქმდა.

კონცერტები ასევე გაუქმდა საფრანგეთში, პოლონეთში, იტალიასა და ჩეხეთში. თუმცა, მადრიდში გამართულ შოუზე მაყურებელთა 60% უცხოელი იყო, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში კანიეს ხილვა ვერ შეძლეს.

წყარო