ავტორი:

სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები (ფოტო)

სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები (ფოტო)

სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სასტუმროებიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დაშავდა სამი ადამიანი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:38 საათზე დაფიქსირდა ი პოპულარულ ტურისტულ ქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, ქუჩებში კი ნანგრევები ჩამოცვივდა. ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გრანადიდან სამხრეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალჰენდინში იყო.

ანდალუსიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანტონიო სანზის განცხადებით, სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მათგან ერთი, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასტუმროებთან ერთად ევაკუაცია გამოცხადდა საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც. ადამიანები ცნობილი ალჰამბრას სასახლის ნაწილიდან და სავაჭრო ცენტრ Nevada Shopping-იდანაც გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარალის შესახებ 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

აღნიშნულ ბიძგებს წინ უძღოდა შაბათს, ღამის 1 საათზე მომხდარი 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზოგიერთი შენობა დააზიანა.

სეისმოლოგები და კონსერვაციის ჯგუფები გრანადის უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ალჰამბრას სასახლის კომპლექსის მდგომარეობას ამოწმებენ. მატერიალური ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

წყარო