კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რამდენიმე თვეა სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2025 წელს ისაუბრა. ის დღემდე მკურნალობას აგრძელებს.
ამბობს, რომ შეიცვალა კიბოს მკურნალობის შემდეგ. ამასთანავე, სიმონიანს ესმის, რომ ახლა მთელი ოჯახი მასზეა დამოკიდებული, ამიტომ დანებება არ შეიძლება. სამი პატარა შვილი, კესოიანის დედა, მისი ახლობლები - ყველას ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. სხვათა შორის, თითქმის ყველა თავი მარგარიტამ ლაურასთან (ასე ეძახის ის კესოიანის დედას) შეათანხმა, გარდა ერთისა - უკანასკნელისა.
"დანარჩენი თავები მე თვითონ მრავალჯერ გადავიკითხე, ვუჩვენე დედამთილს, ახლობლებს, მეგობრებს - რათა შემდეგ უზუსტობები გამესწორებინა. მაგრამ ეს თავი ტიგრანის დედისთვის, არ წამიკითხავს და არც დავუშვებ, რომ ოდესმე ნახოს. მეც კი ეს საშინელი ფრაგმენტი მხოლოდ ერთხელ წავიკითხე - აუდიოწიგნის ჩასაწერად. ამ პატარა თავს დაახლოებით ორ საათს ვკითხულობდი, რადგან სულ ვტიროდი. ერთ მომენტში კი ისე ცუდად გავხდი, რომ მეგობრებს სასწრაფოს გამოძახებაც კი სურდათ“, - იხსენებს მარგარიტა.
შეგახსენებთ, ტიგრან კეოსაიანი 2025 წლის 26 სექტემბერს, 9-თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.