გასულ ღამეს ალთაიში ტრაგედია მოხდა - 29 წლის ტურისტი ნოვოსიბირსკიდან, ახალგაზრდა ქალი, სახელად სნეჟანა დათვმა დაგლიჯა.
"ტრაგედია გასულ ღამეს ტურბაზაზე მოხდა. მტაცებელი თავს დაესხა ტურისტების კარავს, რომელიც მათ მდინარე ბიას ნაპირზე ჰქონდათ გაშლილი, გახია კარავი და გოგონა გაიტაცა.
ამის შემდეგ დათვმა იგი ტყეში გადაიყვანა, სადაც სასიკვდილოდ დაგლიჯა“, - წერს ადგილობრივი მედია. წყარო აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი, წინასწარი მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობდა.
"ბოლო კვირებში ალთაიში გახშირდა დათვების გამოჩენის შემთხვევები დასახლებულ პუნქტებში. სოფელ იაილიუში უკვე დაწესდა კომენდანტის საათი“, - წერს ადგილობრივი მედია და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ტურისტებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.