ავტორი:

რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი

რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი

რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ავტობუსზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განახორციელეს.

  • "ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ“, - განაცხადა პროკუდინმა.

რუსული ძალების იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.