“რუსეთის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები ზიანს იწვევს, თუმცა ამას კრიტიკული შედეგები არ მოჰყვება,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“ეკონომიკური ზრდის ტემპებზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები ახდენს, როგორც გარე ზეწოლა, ისე სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები. რა თქმა უნდა, მსგავს თავდასხმებს კრიტიკული შედეგები არ მოჰყვება, არც მოჰყოლია და არც შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ზიანს გვაყენებენ. ეს ნათელია“, - განაცხადა პუტინმა.
“ამასთან, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და საწყობები, რა თქმა უნდა, აღდგენას საჭიროებს, მათ შორის, სახელმწიფოს მონაწილეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობას ვთხოვ, შესაბამისი პროგრამა მიიღოს. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენა ხარისხობრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე მოხდეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.