ავტორი:

“მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი" - რუსთავში თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

“მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი" - რუსთავში თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

რუსთავში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ავრცელებს.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის.

  • მონეტის არეზე, ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა - ქორონიკონ 394. მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება - “მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".

“რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გვაქვს.

ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია.

ექსპედიცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე,“ - აღნიშნულია ლაცაბიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.