ავტორი:

ევროკავშირის პროტესტის მიუხედავად, ესპანეთის ხელისუფლება სეუტაში არალეგალურად შეღწეულ 500 მიგრანტ გოგონას მატერიკზე გადაიყვანს

ევროკავშირის პროტესტის მიუხედავად, ესპანეთის ხელისუფლება სეუტაში არალეგალურად შეღწეულ 500 მიგრანტ გოგონას მატერიკზე გადაიყვანს

პედრო სანჩესის მთავრობა სეუტაში ჩასული 500 მიგრანტი გოგონას სასწრაფო წესით ესპანეთის მატერიკულ ნაწილში გადაყვანას გეგმავს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც თავად ევროკავშირი უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვნების მაროკოში დაბრუნებას უჭერს მხარს.

ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხთა სამინისტროს ცნობით, 30-31 ივლისის მასობრივი მიგრაციული ნაკადის დროს სეუტაში ჩასული 500 მიგრანტი გოგონას მატერიკზე გადასაყვანად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

უწყების წყაროები განმარტებით : “აღნიშნული გეგმა იმ სამეფო დეკრეტ-კანონს ეფუძნება, რომელიც ყველა ავტონომიური გაერთიანების მიერ მიგრანტების სავალდებულო, სოლიდარობაზე დაფუძნებულ მიღებას ან ოჯახებში განთავსებას ითვალისწინებს.“

განხილულ ვარიანტებს შორის არის ისიც, რომელიც ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, ყველაზე მოწყვლადი შემთხვევების, მათ შორის გოგონების, მიღება და მოვლა-პატრონობა მატერიკზე არსებულ სპეციალურ დაწესებულებებში მართონ, ავტონომიური გაერთიანებებისთვის მეურვეობის გადაცემის საჭიროების გარეშე.

ესპანეთის რამდენიმე ავტონომიურმა გაერთიანებამ უკვე განაცხადა, რომ არ მიიღებს სეუტაში უმეთვალყურეოდ დარჩენილ არასრულწლოვნებს. ცენტრალურმა მთავრობამ აღნიშნული რეგიონები გააკრიტიკა და მათ “სოლიდარობის ნაკლებობაში“ დასდო ბრალი.

თავის მხრივ, გასულ კვირას მაროკომ ესპანეთის მთავრობას ანკლავში დარჩენილი მაროკოს მოქალაქეების დაბრუნება მოსთხოვა.

18 აგვისტოს მონაცემებით, ეროვნულმა პოლიციამ 2 168 არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მოახდინა. ევროკავშირი კი მხარს უჭერს უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვნების სეუტადან აფრიკულ ქვეყანაში დაბრუნებას.

“ახლა პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ესპანეთისა და მაროკოს ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნონ და უზრუნველყოს ყველა იმ პირის სწრაფი დაბრუნება, ვინც სეუტაში არალეგალურად რჩება“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, მარკუს ლამერტმა, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო