უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციული ბიუროს განაცხადებით, დაიწყო ახალი ოპერაცია, რომელიც სავარაუდო დანაშაულებრივ ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით ამ ჯგუფში მოქმედი და ყოფილი პარლამენტარები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არიან ჩართული.

19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზუსტად იმავე დღეს გამოაცხადა, რა დროსაც ქვეყნის ანტიკორუფციულმა საგამოძიებო ორგანოებმა პოლიტიკოსებისა და მაღალი რანგის მოხელეებისგან შემდგარი სავარაუდო დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია წამოიწყეს.
NABU-ს და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) განაცხადებით “მიმდინარეობს ოპერაცია იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოვლენის მიზნით, რომელიც, უკრაინის მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ხელმძღვანელობით მოქმედებდა და რომელშიც პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნები და სხვა პირები იყვნენ ჩართულნი“.
უწყებებს სავარაუდო დამნაშავეები არ დაუსახელებიათ და არც ბრალდების დეტალები გაუსაჯაროებიათ. მათ აღნიშნეს, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
გამოძიება, პირობითი სახელწოდებით “ფორესტ გამპი“, კიდევ ერთი გახმაურებული კორუფციული საქმეა, რომელიც ზელენსკის ადმინისტრაციას შეეხო.
ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისში იურიდიულ საკითხებსა და სასამართლო რეფორმას ხელმძღვანელობდა. მანამდე მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი ეჭირა.