ავტორი:

შვეიცარიის ალპებში 34 წლის წინ გაუჩინარებული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

შვეიცარიის ალპებში 34 წლის წინ გაუჩინარებული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

შვეიცარიის ალპებში 34 წლის წინ გაუჩინარებული ორი ბელგიელი მთასვლელის ცხედრები “ტრიფტის“ დნებად მყინვარზე აღმოაჩინეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ცხედრები 26 ივლისს, სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან მდებარე მყინვარზე მოლაშქრემ აღმოაჩინა. იდენტიფიცირების მიზნით ნაშთები სიონის ჰოსპიტლის სასამართლო სამედიცინო ინსტიტუტში გადაასვენეს.

“დნმ-ის პროფილების პირდაპირმა შედარებამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა, რომ ცხედრები 1992 წელს ვაისმისის რეგიონში დაკარგულ ორ, 39 და 41 მამაკაცს მთასვლელს ეკუთვნის“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ვალეს სამართალდამცველ ორგანოებს დაკარგულ პირთა სპეციალური სია აქვს, რომელიც 1925 წლიდან იწარმოება და ძირითადად მაღალ მთებსა და მდინარეებში გაუჩინარებულ ადამიანებს მოიცავს.

“მყინვარების უკან დახევის გამო, ათწლეულების წინ დაკარგული ადამიანების ნაშთები ზედაპირზე სულ უფრო ხშირად ჩნდება“, - აცხადებენ პოლიციაში.

წყარო