რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგები ქალაქის დარნიცკის, სვიატოშინსკის და სოლომიანსკის რაიონებში 12-ზე მეტ ადგილას ფიქსირდება.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო დაწესებულება და საგანმანათლებლო დაწესებულება. ხანძარი გაჩნდა დიდ ფართობზე განლაგებულ საწყობებში.
"სამწუხაროდ, მტრის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა“, - აღნიშნა კლიჩკომ.

ამ წუთებში სამაშველო სამსახურმა ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილის თაობაზე გაავრცელა. სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი 8-მდე გაიზარდა.
იხილეთ ასევე: