საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ვიეტნამიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
"მე ვიეტნამზე შეყვარებული...“ - ასე ასათაურებს ყოფილი პოლიტიკოსი შთამბეჭდავ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ის ადგილობრივ კულტურასა და ულამაზეს ბუნებას ეცნობა. ფოტოებში ხიდაშელი ტრადიციული ვიეტნამური ქუდით, ლოტოსის ყვავილებთან და ეგზოტიკური ტაძრების ფონზე პოზირებს.



შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელს ბოლო წლებში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ბრძოლა მოუწია. 2021 წელს კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ მას უმძიმესი გართულებები ჰქონდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მას ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზიც დაუსვეს. ხანგრძლივი, რთული მკურნალობის კურსისა და უდიდესი ბრძოლის შემდეგ, მან მძიმე სენი დაამარცხა და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა.