ავტორი:

ერთი შედეგი ვერ გადაწყვეტს, რა პროფესია გექნება

ერთი შედეგი ვერ გადაწყვეტს, რა პროფესია გექნება
  • რა შეუძლია გააკეთოს აბიტურიენტმა, როცა უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, მაგრამ არ სურს ერთი წლის დაკარგვა და სწავლის გადადება

შედეგების გვერდი გახსენი, შენი ქულა ნახე და მიხვდი, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღე? შეიძლება ახლა გეჩვენება, რომ სხვები წინ წავიდნენ, შენ კი ადგილზე დარჩი. სინამდვილეში, ამ ერთმა შედეგმა მხოლოდ ერთი მარშრუტი შეცვალა - შენი პროფესიული მომავალი ჯერ კიდევ შენს ხელშია.

ეროვნული გამოცდების შედეგებს ხშირად თან ახლავს იმედგაცრუება არა მხოლოდ აბიტურიენტისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. იწყება კითხვები: ახლა რა იქნება? კიდევ ერთი წელი უნდა დაველოდოთ? სწავლა საერთოდ უნდა გადავდოთ? ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი პაუზა კი არა, სწორი ალტერნატივის დანახვაა - ისეთი გზის, რომელიც კონკრეტულ პროფესიამდე მიგიყვანს და მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოს დაუკავშირებს.

თუ ამ ტექსტში საკუთარი თავი ამოიცანი, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. გეგმის შეცვლა მიზანზე უარის თქმას არ ნიშნავს. პროფესიული განათლება უნივერსიტეტის სათადარიგო ვარიანტი აღარ არის - ეს დამოუკიდებელი კარიერული არჩევანია მათთვის, ვისაც სურს წინასწარ იცოდეს, რას ისწავლის, რა უნარი ექნება პროგრამის დასრულებისას და სად შეძლებს მის გამოყენებას.

  • რა დაგხვდება Skillwill-ში?Skillwill

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროფესიული კოლეჯია. სწავლა ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. პროგრამები 10-დან 19 თვემდე გრძელდება, ამიტომ სტუდენტი თავიდანვე ირჩევს კონკრეტულ პროფესიას და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის მისთვის საჭირო პრაქტიკულ კომპეტენციებს.

სასწავლო პროცესს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები. კოლეჯი მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეც მუშაობს. სტუდენტები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, ხვდებიან ინდუსტრიის წარმომადგენლებს და კარიერულ კავშირებს სწავლის პერიოდშივე ქმნიან.

Skillwill 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ეს სტუდენტებისთვის ქმნის დამსაქმებლებთან შეხვედრის, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. 2026 წლის დასაქმების ფორუმზე სტუდენტები 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

  • პროფესიული სადიპლომო პროგრამები

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამები განსხვავებულ ინტერესებსა და კარიერულ მიზნებს აერთიანებს:

· Front-End პროგრამირება - 11 თვე. ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების ვიზუალური და ინტერაქციული ნაწილის შექმნა.

· კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 18 თვე. ქსელების, კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა.

· IT ინფრასტრუქტურის მართვა - 10 თვე. ორგანიზაციის ტექნოლოგიური გარემოს გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.

· Full-Stack პროგრამირება - 19 თვე. პროგრამებისა და ციფრული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და შექმნა.

· ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები - 13 თვე. AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლობიანი გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნა.

· ციფრული მარკეტინგი - 11 თვე. ბრენდების ონლაინ განვითარება, კონტენტი, სოციალური მედია, SEO/SEM და ანალიტიკა.

· მონაცემთა ანალიტიკა - 14 თვე. მონაცემების დამუშავება, გააზრება და გადაწყვეტილებებისთვის გამოყენება.

· პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება (QA) - 15 თვე. ციფრული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, დეფექტების აღმოჩენა და ტესტირების ავტომატიზაცია.

· IT პროექტების მენეჯმენტი - 12 თვე. ტექნოლოგიური პროექტების, გუნდების, ვადების, რისკებისა და შედეგების მართვა.

· ბუღალტრული აღრიცხვა - 18 თვე. კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი.

Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

  • სტუდენტური ცხოვრება, რომელიც აუდიტორიას სცდება

Skillwill-ში სტუდენტობა მხოლოდ ლექციები და პრაქტიკული დავალებები არ არის. სტუდენტებს ელოდებათ მასტერკლასები, პროფესიული შეხვედრები, სხვადასხვა აქტივობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები.

Skillwill-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში, სადაც მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნენ განსხვავებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოს და დაამყარეს ახალი კონტაქტები. 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის ივნისამდე დაგეგმილია მონაწილეობა კიდევ ხუთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებაში: Plan ₿ Forum-ში ლუგანოში, ICT Study Mobility-ში შვეიცარიაში, World AI Cannes Festival-ში კანში, GITEX AI Mediterranean-ში რომსა და London Tech Week-ში ლონდონში.

პროფესიული სადიპლომო პროგრამები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

(R)