ავტორი:

15-მილიონიანი ჰონორარი, კარაქი, მურაბა და ბიზნეს-კლასი - ვალერი მელაძის მოთხოვნები და ჭორები, რომ ის რუსეთში კონცერტების განახლებისთვის ემზადება

15-მილიონიანი ჰონორარი, კარაქი, მურაბა და ბიზნეს-კლასი - ვალერი მელაძის მოთხოვნები და ჭორები, რომ ის რუსეთში კონცერტების განახლებისთვის ემზადება

რუსული მედიის მტკიცებით, მომღერალი ვალერი მელაძე რუსეთში საკონცერტო საქმიანობის განახლებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის შემსრულებელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კერძო ღონისძიებაზე გამოსვლაზე, რომელიც მომავალი წლის მარტში, ალტაიში, ერთ-ერთ ქორწილში უნდა შედგეს.

მომღერლის წარმომადგენლები უარყოფენ ხმებს კარიერის დასრულების შესახებ და აცხადებენ, რომ მელაძე შეკვეთებისთვის ღიაა.

  • 15-მილიონიანი ჰონორარი და ალკოჰოლის აკრძალვა

ვალერი მელაძის ჰონორარი 15 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 170 ათასი დოლარი) მეტია. ეს ტარიფი ფიქსირებულია, როგორც რუსეთისთვის, ისე საზღვარგარეთ გამართული კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

მუსიკოსი 13-კაციანი გუნდით მოგზაურობს. ფრენის, ტრანსფერისა და სასტუმროს ყველა ხარჯს დამკვეთი ფარავს. მოთხოვნებში შედის ბიზნეს-კლასით ფრენა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს "ლუქსის“ ტიპის ნომრები და პრემიუმ-კლასის ავტომობილები.

შემსრულებლის საგრიმიოროში სავალდებულოა იყოს ნაღების კარაქი და მურაბა. ამასთანავე, მელაძემ მკაცრი პირობა დააყენა - საგრიმიოროში ალკოჰოლი კატეგორიულად აკრძალულია.

  • ძმის ბიზნესინტერესები

პარალელურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ რუსეთში დაბრუნებას და საკუთარი ბიზნესპროექტების პირადად მართვას გეგმავს მისი ძმა, პროდიუსერი კონსტანტინე მელაძეც. რუსეთში მისი ხმის ჩამწერი სტუდია კვლავ აქტიურად მუშაობს, რომლის მოგებამაც გასულ წელს 100 მილიონ რუბლს გადააჭარბა.