ავტორი:

"იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ "მადლობა ღარიბაშვილიც“ კი "ეტლიკინება“ ბიძინას" - ლევან ხაბეიშვილი

"იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ "მადლობა ღარიბაშვილიც“ კი "ეტლიკინება“ ბიძინას" - ლევან ხაბეიშვილი

იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ "მადლობა ღარიბაშვილიც“ კი "ეტლიკინება“ ბიძინას - ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

  • ხაბეიშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის უპირისპირდება და ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, როცა ამბობს, რომ ოჯახის განადგურების ეშინია.

“ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის "შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…

რეალურად, ასეთი ყანყალი, "ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა "წავახალისოთ“.

მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას "შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…

ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…

"ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.

რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.

სუსტია და თან როგორი სუსტი….”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.