რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს.
“ამავდროულად, ახლა მოგზაურთა დიდი ნაკადი სწორედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით აღინიშნება. ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის მიმართულებითაც, რაც ტურისტული სეზონის გაგრძელებითაა განპირობებული”, - ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში.