აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს “ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.
“არ ვარ დარწმუნებული, რატომ გაჩნდა ამ საკითხში ნავთობის თემა. თუ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ, მაშინ, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლება აღარ იქნება“, - აღნიშნა ბესენტმა.
“არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.