ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ინფექციური დაავადების მიმდინარეობისას, გამონაყარის არსებობის დროს დაბანა.
“არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება. არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.
დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია!!! თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
უბრალოდ, დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით; გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი; გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით; ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი.
ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ,“ - წერს მაია ბუწაშვილი