გიორგი ქოჩორაშვილი "სევილიას" ფეხბურთელი გახდა! საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
დიდი ალბათობით, ქართველის დებიუტი ახალ გუნდში ხვალ, 22 აგვისტოს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ შედგება. ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა "ქოჩორა" წინასამატჩო განაცხადში შეიყვანა.
ცნობისთვის, ლა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ ტურში "სევილიამ" "რაიო ვალეკანო" 2:1 დაამარცხა... sportall.ge