იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" აქვეყნებს.
მანამდე სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, თეა გოდერიძე, დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მეუღლესთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.
გარდაცვალების გარემოებების შესახებ ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის.