დიდ ბრიტანეთში იყიდება პატარა კუნძული, რომელზეც II ხარისხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი და მიწისქვეშა გვირაბების ქსელი მდებარეობს.

კუნძულის ფართობი დაახლოებით 2.6 ჰექტარია და ის პლიმუთის ყურეში, სანაპიროდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.

"დრეიკის კუნძული" მეზღვაურ სერ ფრენსის დრეიკის პატივსაცემად უწოდეს. მას სამხედრო დანიშნულებით მეორე მსოფლიო ომამდე იყენებდნენ. კუნძულს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ხოლო მისი ნაწილი ოფიციალურად არის აღიარებული ისტორიულ მონუმენტად.

2019 წელს კუნძული ბიზნესმენმა მორგან ფილიპსმა შეიძინა. ისტორიული ობიექტი გასაყიდად 2024 წელსაც გამოიტანეს, თუმცა მაშინ მყიდველი ვერ მოიძებნა.
გასაყიდად გამოტანილი ობიექტი II ხარისხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ე.წ. მმართველის სახლს (Governor’s House), საარტილერიო ბატარეას, მიწისქვეშა გვირაბების ვრცელ ქსელსა და ტიუდორების ეპოქის სიმაგრეების ნაშთებს მოიცავს. უძრავი ქონების სააგენტო “Carter Jonas“ - ის განცხადებით 2.6 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე განთავსებულ დაახლოებით 2,800 კვ.მ ფართობის მიტოვებულ შენობებს “ტურიზმიდან შემოსავლის რამდენიმე სხვადასხვა წყაროთი გენერირების პოტენციალი გააჩნია“.