მსახიობი მარგარეტ ქუელი მედიაში ირონიის სამიზნედ მას შემდეგ იქცა, რაც ძვირადღირებული ფეხსაცმელი, “შანელის“ უჩვეულო სანდლებზე გაცვლა.
მარგარეტ ქუელი ახალი ფილმის, “The Dog Stars“ - ის მსოფლიო პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე Chanel-ის 2027 წლის კოლექციის უცნაური სანდლებით გამოჩნდა. ფეხსაცმელი დაახლოებით 2 200 ფუნტი (დაახლოებით 3 000 დოლარი) ღირს და ინტერნეტში “მსოფლიოში ყველაზე უშნო“ ფეხსაცმლის რეპუტაცია უკვე მოიპოვა.

მედიის ზონაში გავლისას, ქუელის ფეხსაცმელზე ყურადღება “Good Morning America“ -ს ჟურნალისტმა ჯეიმს ლონგმანმა გაამახვილა, რომელმაც ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას ფეხშიშველი სიარულს ირონიულად “თამამი არჩევანი“. უწოდა.

მსახიობის ფეხსაცმელმა დიდი გაოცება სოციალურ ქსელებშიც გამოიწვია:
“არ მჯერა, რომ ეს ვინმემ მართლა ჩაიცვა! “
“ინფლაცია მოდამდეც მივიდა, სრული ფეხსაცმლის შეკერვა უკვე ძალიან ძვირი ჯდება“
“ანუ, ფეხსაცმლის მხოლოდ მეოთხედ ნაწილში სრული თანხა გადაიხადა", - წერდნენ მომხმარებლები