ავტორი:

კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსების თავდასხმის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია ათობით ადამიანი

კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსების თავდასხმის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია ათობით ადამიანი

რუსულმა ჯარებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდაპირველად ცნობილი იყო 5 გარდაცვლილის შესახებ.

მოგვიანებით კი დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია

.გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელეს.