შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომობილის ჩხრეკისას, სადაც ბრალდებულები იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.