ავტორი:

"პარასკევი, 13 ნოემბერი“: ავსტრიელმა მეცნიერმა გასულ საუკუნეში სამყაროს აღსასრულის ზუსტი თარიღი გამოთვალა - რას ამბობენ თანამედროვე მკვლევრები?

"პარასკევი, 13 ნოემბერი“: ავსტრიელმა მეცნიერმა გასულ საუკუნეში სამყაროს აღსასრულის ზუსტი თარიღი გამოთვალა - რას ამბობენ თანამედროვე მკვლევრები?

თუ ამ პლანეტაზე საკმარისად დიდხანს ცხოვრობთ, ალბათ უკვე უამრავ "სამყაროს აღსასრულს“ გადაურჩით - 2012 წლის მაიას ტომების ცნობილი კალენდრიდან დაწყებული, ყოველწლიური "აპოკალიფსური პროგნოზებით“ დამთავრებული. თუმცა, ჰორიზონტზე ახალი, გაცილებით კონკრეტული და შიშის მომგვრელი თარიღი გამოჩნდა, რომლისთვის მომზადებაც, ფაქტობრივად, ვეღარ მოესწრება.

  • ეს საზარელი პროგნოზი ავსტრიელმა ფიზიკოსმა, ჰაინც ფონ ფერშტერმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გააკეთა. მან შექმნა ე.წ. განკითხვის დღის განტოლება, რომლის მეშვეობითაც სურდა ზუსტად განესაზღვრა მომენტი, როდესაც კაცობრიობა გადაშენდებოდა - დედამიწაზე ადამიანის ეპოქა დასრულდებოდა.

"ჩვენს შთამომავლებს შიმშილი კი არ მოკლავს, უბრალოდ გაჭყლეტენ!“

საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად, ფონ ფერშტერმა დედამიწის მოსახლეობის რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია და 24 სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემი გააანალიზა. მან აღმოაჩინა საგანგაშო ტენდენცია: პლანეტაზე ხალხის რაოდენობა არა უბრალოდ იზრდებოდა, არამედ ეს პროცესი წარმოუდგენელი სისწრაფით დაჩქარდა. თუ ადრე მოსახლეობის გაორმაგებას საუკუნეები სჭირდებოდა, მოგვიანებით ეს ნახტომი სულ უფრო ცოტა დროში ხდებოდა.

მეცნიერი ამტკიცებდა, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდებოდა, გაორმაგების პერიოდები ნულამდე შემცირდებოდა და დედამიწაზე უბრალოდ ადგილი აღარ დარჩებოდა.

"ჩვენს შთამომავლებს შიმშილი კი არ მოკლავს, ისინი უბრალოდ ერთმანეთს გაჭყლეტენ!“ - წერდა იგი თავის სამეცნიერო ნაშრომში. ამ შრომას ავტორმა საკმაოდ პირდაპირი და ხმამაღალი სათაური დაარქვა: "განკითხვის დღე: პარასკევი, 2026 წლის 13 ნოემბერი“.

ფერშტერის გამოთვლებით, სწორედ ამ დღეს კაცობრიობის რაოდენობა უსასრულობას მიაღწევდა, თუ ზრდის ტემპი არ შეჩერდებოდა.

რას ამბობენ თანამედროვე მეცნიერები?

საბედნიეროდ, მისი პუბლიკაციიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მათემატიკოსები და დემოგრაფები გვამშვიდებენ: ეს საშინელი თეორია რეალობას აცდენილია. 1960-იანი წლების შემდეგ მოსახლეობის შობადობის ტემპმა მკვეთრად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწის მოსახლეობა 8.2 მილიარდს აღწევს, ზრდის დინამიკა საგრძნობლად დაცემულია. თუ 60 წლის წინ მოსახლეობა ყოველ 32 წელიწადში ორმაგდებოდა, დღეს ამისთვის 83 წელია საჭირო.

გაეროს მონაცემებით, კაცობრიობა პიკს (დაახლოებით 10.3 მილიარდს) დაახლოებით 60 წლის შემდეგ, 2080-იან წლებში მიაღწევს, 2100 წლისთვის კი პლანეტის მოსახლეობა 700 მილიონით შემცირდება კიდეც.

როდის დადგება რეალური აპოკალიფსი?

მათთვის, ვისაც სამყაროს დასასრულის შესახებ უფრო ახალი სამეცნიერო მონაცემები აინტერესებს, იაპონიის ტოჰოს უნივერსიტეტისა და NASA-ს მკვლევრებმა 400 000-ზე მეტი კომპიუტერული სიმულაცია ჩაატარეს.

მათი მასშტაბური კვლევის თანახმად, დედამიწა სიცოცხლისთვის სრულიად უვარგისი მხოლოდ 1 000 002 021 წელს გახდება, რაც უშუალოდ მზის ევოლუციითა და ჟანგბადის ატმოსფეროს განადგურებით იქნება გამოწვეული.

ხოლო მათთვის, ვისაც წინასწარმეტყველებების სჯერა, ცნობილმა ბულგარელმა ნათელმხილველმა, ვანგამ - რომელსაც ჩერნობილის კატასტროფისა და 11 სექტემბრის ტერაქტების წინასწარმეტყველებას მიაწერენ - პროგნოზირებდა, რომ კაცობრიობის აბსოლუტური აპოკალიფსი 5078 წელს დადგება, რასაც წინ წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევები და ევოლუციური ეტაპები გაუძღვება.