ავტორი:

194 წელი სიცოცხლე - მითი თუ რეალობა? მეცნიერები ადამიანის ასაკის ახალ ზღვარზე საუბრობენ

194 წელი სიცოცხლე - მითი თუ რეალობა? მეცნიერები ადამიანის ასაკის ახალ ზღვარზე საუბრობენ

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცოცხლოს? - ოფიციალური რეკორდი ფრანგ ჟანა კალმანს ეკუთვნის, რომელიც 1997 წელს, 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებში დღემდე მიმდინარეობს დავა მისი საბუთების ნამდვილობაზე, ეს ციფრი ათწლეულების განმავლობაში სიბერისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვლევრებისთვის მთავარ ორიენტირად ითვლებოდა. თუმცა, ადამიანის ორგანიზმის პოტენციალის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევები უბრალოდ გაოცებას იწვევს.

კლასიკური დემოგრაფიული კვლევები და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის მოდელები აჩვენებს, რომ ადამიანის ბუნებრივი სიცოცხლის ზღვარი 115-დან 150 წლამდე მერყეობს. თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა New Scientist წერს, ეს გამოთვლები მედიცინის მომავალ პროგრესს საერთოდ არ ითვალისწინებს.

სიცოცხლე 200 წლამდე?

ადამიანის სხეულის რეალური პოტენციალის შესაფასებლად მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ წარმოიდგინეს სცენარი, სადაც მედიცინა ახერხებს დაბერების ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრას, რომელთა მკურნალობაც თეორიულად შესაძლებელია - ორგანიზმში ტოვებენ მხოლოდ დნმ-ის იმ დაზიანებებს, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.

ასეთ იდეალურ პირობებში, ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის ზედა ზღვარი ფენომენალურ 194 წლამდე იზრდება.

თაღლითობა

ზოგადად, დაზუსტებით იმის თქმა თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი, ფაქტებზე დაყრდნობით, რთული სათქმელია, რადგან ხშირ შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანების რეალური ასაკი გაყალბებულია ხოლმე.

გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებულმა დეტალურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ "100 წელს გადაცილებული“ მოქალაქეების 70%-მდე სინამდვილეში გარდაცვლილია, თუმცა ქაღალდზე კვლავ ცოცხლად ირიცხებიან.

იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო რეესტრის უმკაცრესი და უშეცდომო სისტემა მოქმედებს, ბოლო 150 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც ადამიანს 115 წელზე მეტხანს ეცოცხლოს.

ასე რომ, სანამ მეცნიერები 200-წლიანი სიცოცხლის ფორმულას ეძებენ, რეალური რეკორდები ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.