უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსში საწვავისა და საპოხი მასალების შესანახ ავზებს დაარტყეს, რამაც ობიექტში ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეისკის ნავთობჩამტვირთავი კომპლექსი აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში, ეისკის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის საზღვაო ტრანსპორტისთვის ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გადმოტვირთვას ახორციელებს.
ცნობისთვის, უკრაინულმა დანაყოფებმა იერიში რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზეც მიიტანეს.