დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ნია გიუაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მოერიდონ პიკურ საათებში მზეზე ყოფნას და გამოიყენონ სათვალე და მზისგან დამცავი.
"მზის გამოსხივება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებთან და ისეთი დაავადებების ზრდასთან არის დაკავშირებული, როგორიც არის მზით გამოწვეული დამწვრობა, კანის სხვადასხვა ტიპის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები და მხედველობის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები.
შესაბამისად, ნამზეურის მიღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ.
რა თქმა უნდა, მზეს აქვს მნიშვნელობა ორგანიზმისთვის, რათა შეივსოს დ ვიტამინით, თუმცა, დამწვრობამ შესაძლებელია განაპირობოს კანის სხვადასხვა ტიპის დაავადებები და მზისადმი გადაჭარბებული ექსპოზიცია მიზეზი შეიძლება გახდეს ამ დაავადებების განვითარების.
რაც უფრო მაღლაა მზის დგომა, მით უფრო მაღალია მზის გამოსხივება და შესაბამისად, შუადღეს, როდესაც მზის დგომა ყველაზე მაღალია, გამოსხივების ინდექსი 3-ს აჭარბებს, აუცილებელია სხეული ზედმეტი გამოსხივებისგან დავიცვათ სპეციალური დამცავი სათვალით (რომლის დაცვის ფაქტორი 99-100%-ს უნდა შეადგენდეს) და სხვადასხვა ტიპის კანის დამცავი საშუალებებით" - ამბობს ნია გიუაშვილი.
როგორ დავიცვათ თავი?