"დედა ისევ ძილშია, ხელოვნური სუნთქვის დახმარებით" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი ახლობლებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
"მე 15 დღე… დილით ადრე ვნახე დედა, ისევ ძილშია, ხელოვნური სუნთქვის დახმარებით... სიცხე არ ჰქონდა, პარამეტრები გაუარესებული არაა და ყოველი შემდეგი დღე გამარჯვებაა…
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვეხმარება.
გუშინ ვახტანგ კალოიანმა ინახულა დედა და მადლობელი ვარ ძალიან. მთავარი რაც გვითხრა, რაც კეთდება ყველაფერი საჭიროა და წინ გრძელი (რთული) გზა გვაქვს გასავლელი.
ცალკე ისტორიაა სამთავროს მონასტრის თანადგომა.
მეგობრებზე აქ არ ვწერ, ცალკე მოვიცლი. ლოცვები ათონიდან საქართველომდე… ყველაფერს ვერ ვწერ… ეტაპობრივად შევძლებ, მაგრამ მადლიერება არ მტოვებს. არაფერი იკარგება ამ სამყაროში და მჯერა, შევძლებ ყველას გითხრათ მადლობა.
ახლა მთელი ჩემი ენერგია დედასკენ მაქვს მიმართული და მას ჭირდება. აქამდე სულ უპირობო სიყვარულით ჩემს გვერდით იდგა. მჯერა, დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით" - წერს ეკა ბესელია.