პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "შაბათის მარშიის" მონაწილეები მივიდნენ.
დღევანდელი მსვლელობის ლოზუნგი იყო: "როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, ქალაქები და სოფლები იცლება".
ცნობისთვის, მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.