ავტორი:

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს.

ყაზახეთის მოსახლეობა ახალი კონსტიტუციის მიხედვით შექმნილი ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის წევრებს ირჩევს.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა და ამომრჩევლები ხმის მიცემას ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეძლებენ.

ყაზახეთში 145-ადგილიანი პარლამენტი პროპორციული წესით აირჩევა. ყურულთაიში მანდატების 5 წლით მოსაპოვებლად შვიდი პოლიტიკური პარტიის 545 კანდიდატი იბრძვის.

ყველაზე მეტი, 186 კანდიდატი პარტია „ადილეტს“ ჰყავს რეგისტრირებული. „ადილეტი“ მმართველ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც სახელი შეიცვალა. ივნისში, ყოფილმა მმართველმა პარტია „ამანატმა“ ახლადშექმნილ „ადილეტთან“ გაერთიანებას დაუჭირა მხარი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თანაშემწეები ხელმძღვანელობენ.

12.6 მილიონზე მეტ ამომრჩეველს ხმის მიცემა კიდევ ექვსი პარტიისთვის შეუძლია, მათ შორის არიან: პარტია „რესპუბლიკა“, „სახალხო პარტია“, „აუილი“, „აკ ჟოლი“, „ბაიტაკი“ და „ეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია“.

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნებს 777 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის, 41 ქვეყნის პარლამენტის 138 დეპუტატ