რუსეთის ქალაქ ორენბურგში Ozon-ის საწყობზე დრონებით იერიში განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქ ორენბურგის მერმა ალბერტ იუმადილოვმა განაცხადა, რომ დრონების ფრაგმენტები Ozon-ის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თავდასხმა დაადასტურა კომპანია Ozon-მაც. კომპანიაში აღნიშნეს, რომ დრონებით იერიშის შედეგად საწყობის შენობა დაზიანდა და 300-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, ორენბურგში კომპანია Ozon-ის უდიდესი საწყობი მდებარეობს.

“სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი იჟორის სამრეწველო ზონაში გაჩნდა, სადაც რუსეთის მძიმე მრეწველობის საწარმოებია განთავსებული.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი 82 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლებას დრონების საფრთხის შესახებ არ გამოუცხადებია, ასევე, დრონების ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა არ ყოფილა.
სამრეწველო ზონაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.