ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოთხი “კანდიდატი“ მიიღებს, - ინფორმაციას ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “კანდიდატების“ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.
ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები:
მანამდე, ე.წ. ცესკომ “კანდიდატობის“ მსურველი, ხოხ ჩოჩიევი (წარდგენილი ე.წ. პარტია “ირი ფარნის“ მიერ) არ დაარეგისტრირა და განაცხადა, რომ “წარდგენილი დოკუმენტები და შეგროვებული ხელმოწერების სია კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა“.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს არის დაგეგმილი.