სოციალურ ქსელში გავრცელდა კარები, სადაც ჩანს, რომ მამა საკუთარ მცირეწლოვან შვილებს უდიერად ეპყრობა.
არაერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ მეტრო დელისის მიწისქვეშა გადასასვლელში, კაცი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებს, ხოლო თუ ისინი მეტროს კიბეებიდან დგებიან, მათ ფიზიკურად ეხება.
ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა. ნაწილი ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალით ნახეს, ბავშვებზე ძალადობა.

პოლიციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.
“ტელეკომპანია პირველმა“ მამაკაცთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ის აცხადებს, საკუთარ შვილებზე არ ძალადობს და არც მოწყალების თხოვნას აიძულებს. მცირეწლოვანი ბავშვები დედამ მიატოვა, ხოლო მას არ შეუძლია მათი გაზრდა, რის გამოც სოციალურ სამსახურს უკვე მიმართა.