ავტორი:

იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი

იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი

იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.