ავტორი:

“სუნი იგრძნო მეზობელმა, მე ვერ შევედი სახლში... დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სახლში ნაპოვნი 3 დის ცხედრის შესახებ

“სუნი იგრძნო მეზობელმა, მე ვერ შევედი სახლში... დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სახლში ნაპოვნი 3 დის ცხედრის შესახებ

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გხდა გარდაცვლილები დები არიან.

გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებულ ინფორმაციით, მათი დაღუპვა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზა კვლევებს აწარმოებს და ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

  • როგორც “ტვ პირველთან“ სოფელ ყულიშკარის გამგებელი, ლადო შველიძე აცხადებს, სამივე და სახლში მარტო ცხოვრობდა. ისინი 60-წლამდე ასაკის იყვნენ და პირველად ეჭვი მეზობელს გაუჩნდა, რომელმაც მათ ჭიშკართან გაუსაძლისი, მძაფრი სუნი შენიშნა.

“გარდაცვლილია სამ პიროვნება. რით არიან გარდაცვლილები, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. 60 წლამდე იყვნენ, მარტო ცხოვრობდნენ.

სუნი იგრძნო მეზობელმა. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ გარეთ.

მე ვერ შევედი სახლში. ისეთი სუნი იყო იქ, რომ ახლოსაც ვერ მივედი,“ - ცხადებს გამგებელი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.