ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა გარდაცვლილები ნაირა, დალი და ლოლიტა როგავები არიან.ისინი 60 წლამდე ასაკის დები არიან.
გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებულ ინფორმაციით, მათი დაღუპვა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზა კვლევებს აწარმოებს და ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
როგორც “ტვ პირველთან“ სოფელ ყულიშკარის გამგებელი, ლადო შველიძე აცხადებს, სამივე და სახლში მარტო ცხოვრობდა. ისინი 60-წლამდე ასაკის იყვნენ და პირველად ეჭვი მეზობელს გაუჩნდა, რომელმაც მათ ჭიშკართან გაუსაძლისი, მძაფრი სუნი შენიშნა.