ახალგაზრდა ქალს გურანდა გაჩეჩილაძეს, რომელსაც დაუდგინდა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე სრულფასოვანი მკურნალობისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო, დახმარება მჭირდება.
ალბათ ყველაზე რთულია ადამიანისთვის იმ მომენტის აღიარება, როცა საკუთარი ძალები და შესაძლებლობები აღარ არის საკმარისი…მე ამჟამად სიმსივნეს ვებრძვი. მკურნალობის პროცესში უკვე ჩავიტარე საჭირო პროცედურები და სხივური თერაპია, ასევე დაწყებული მაქვს ქიმიო თერაპიები, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ჩემი მკურნალობა ამით არ დასრულებულა. ექიმების რეკომენდაციით, მჭირდება შემდგომი მკურნალობა - იმუნოთერაპია, რომლის ხარჯების სრულად დაფარვას ჩემი ოჯახი და მე საკუთარი სახსრებით ვეღარ ვახერხებთ.
მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ბრძოლა გავაგრძელო და სიცოცხლისთვის შანსი ბოლომდე გამოვიყენო. ამიტომ ახლა თქვენ მოგმართავთ თხოვნით, თუ გაქვთ შესაძლებლობა, დამეხმარეთ ჩემი მკურნალობის დაფინანსებაში.
ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.თუ თანხით დახმარებას ვერ შეძლებთ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, სწორედ თქვენი გაზიარებით მივიდეს ჩემი თხოვნა იმ ადამიანამდე, ვისაც ჩემი დახმარება შეეძლება. პოსტს თან ვურთავ ფორმა 100-სა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა ყველაფერი გამჭვირვალე და დასტურით იყოს. გთხოვთ, ნუ დამტოვებთ ამ ბრძოლაში მარტოს.

თქვენი დახმარება ჩემთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ვიბრძოლო და ვიცოცხლო.დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარით, ერთი გაზიარებით ან ერთი კეთილი სიტყვით დამიდგება გვერდით. ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ".
საქ,ბანკის ანგარიში : #GE77BG0000000525742140
თიბისი: #GE75TB7194145061100110
მიმღები: გურანდა გაჩეჩილაძე