მექსიკურმა გაზეთმა ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანის ტყვეობის პირველი საათების აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა

მექსიკურმა გაზეთმა ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანის ტყვეობის პირველი საათების აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა

მექსიკურმა გაზეთმა ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანის ტყვეობის პირველი საათების აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა - მათ შორის "ელ ჩაპოს" დაკითხვის კადრებიცაა, რა დროსაც ის მექსიკის ხელისუფლებას უმტკიცებს, რომ მისი კარტელი არ შეეცდებოდა საპატიმროდან მის დახსნას.

მექსიკურმა გაზეთმა El Universal-მა ოთხი დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს "ელ ჩაპო" და მისი დაცვის წევრი, ორსო ივან "ელ ჩოლო ივან" გასტელუმი მას შემდეგ, რაც ისინი 2016 წლის 8 იანვარს ქალაქ ლოს მოჩისში დააკავეს.

ერთ-ერთ ვიდეოში გუსმანი საპონს ითხოვს და პოლიციელს ეკითხება: "თვალებს ხომ არ ამიწვამს?"

შიშით, რომ სინალოას კარტელის წევრები მათ კვალს დაადგებოდნენ, პოლიციამ კარტელის ლიდერი და მისი დაცვა სასტუმროში წაიყვანა. აქ ისინი პოლიციის დანაყოფებს ელოდნენ, რომ დაკავებულები მეხიკოში გადაეყვანათ.

მეორე ვიდეოში ჩანს, როგორ ზის დაღლილი და ხელბორკილიანი "ელ ჩაპო" მანქანის უკანა სავარძელში, როცა მას ეკითხებიან, ცუდად ხომ არ მოეპყრნენ სამართალდამცავები, რაზეც უარყოფით პასუხს აძლევს.

მეხიკოში ჩასვლის შემდეგ "ელ ჩაპო" სამხედროებმა დააკავეს, რა დროსაც მან აღიარა, რომ "ბავშვობიდან მოჰყავდა მარიხუანა და ვაჭრობდა კიდეც, თუმცა არასდროს უქურდია".

ყველაზე საინტერესო მესამე ვიდეოა, რომელშიც სინალოას კარტელის თანადამფუძნებელი სამხედროებს არწმუნებს, რომ მისი მცველთა რაზმი გააფრთხილეს, გუსმანის დაკავების შემთხვევაში, მის გამოსახსნელად სამაშველო ოპერაცია არ ჩაეტარებინათ: "მათ ვუთხარი - ეს უნდა დასრულდეს. თუ ერთ დღესაც ჩავფლავდებოდი, არ მსურდა, რომ პოლიციასთან ებრძოლათ. არა, არანაირი ომი არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ",- ეუბნებოდა დაკავებული ნარკობარონი სამართალდამცავებს.

<iframe width="1265" height="480" src="https://www.youtube.com/embed/EsCpY3Ut2hk" title="&#39;El Chapo&#39; Guzmán: cuatro videos del día de su captura" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

"ელ ჩაპოს" ექსტრადაცია 2017 წლის 19 იანვარს მოხდა და ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ ის 2019 წლის 12 თებერვალს გაასამართლა, რა დროსაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამჟამად გუსმანი ADX Florence-ში — ფლორენციის (კოლორადო) ულტრამაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

წყარო: nypost.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა